მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული აქტივებისა და Crypto Exchange კომპანია ბიტნეტმა კერძო სექტორისთვის ახალი პროდუქტი წარადგინა (რ)

ციფრული აქტივებისა და Crypto Exchange კომპანიამ კერძო სექტორისთვის ახალი პროდუქტი წარადგინა
16.01.24 20:38
1259

ციფრული აქტივებისა და Crypto Exchange კომპანია ბიტნეტმა 2024 წელი დიდი სიახლით დაიწყო და ქართული კომპანიებისთვის შექმნა ახალი პროდუქტი - B2B, (#Bitnet2Business) რომელიც კერძო სექტორს შესაძლებლობას აძლევს, რომ წლიური მოგება კრიპტოში დააინვესტირონ და საკუთარი კაპიტალი მუდმივად მზარდ ციფრულ აქტივად გადააქციონ.

მსხვილი კომპანიები უკვე დიდი ხანია, საკუთარ წლიურ მოგებას კრიპტოში აინვესტირებენ. აღნიშნულ კომპანიებს შორის არიან ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა “MicroStrategy”, რომლის მიერ კრიპტო აქტივებში ინვესტირებული პორტფელის მოცულობა შეადგენს $8,110 მილიარდს, “Tesla”, ($463 მლნ) “PayPal” ($943 მლნ) და “Marathon Digital Holding”-ი ($607 მლნ.) და ა.შ.

ბიტნეტის მისიას ბაზარზე კრიპტოვალუტის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს და ინდივიდუალურ მომსახურებას უწევს როგორც მსხვილ კომპანიებს, ისე ფიზიკურ პირებს. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, კერძო სექტორის წარმომადგენელი ხარ თუ ფიზიკური პირი, მოითხოვე ინდივიდუალური კონსულტაცია და წარმატებული კრიპტო დაბანდებისთვის სრულყოფილ მომსახურებას ბიტნეტის პირადი კრიპტო ასისტენტები გაგიწევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები