ნინო ბერიძის სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი, რომელმაც ოპერირება 2010 წლიდან დაიწყო, გასულ თვეს TBC ბანკის ხელშეწყობით გაფართოვდა და თბილისში ორი განსხვავებული კონცეფციის ფილიალით არის წარმოდგენილი - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში კლინიკის დირექტორი, თამარ გეგია საუბრობს.
"კლინიკა დაფუძნდა 2010 წელს, ექიმ-ორთოდონტ ნინო ბერიძის მიერ და, აგერ უკვე 14 წელია, წარმატებით ოპერირებს. 2018 წელს კლინიკამ გახსნა ახალი ფილიალი და პირველი დიდი ინვესტიცია ჩვენს მხარდასაჭერად TBC-მ სწორედ მაშინ განახორციელა. ამის შემდეგ გავაგრძელეთ ზრდის ტენდენცია და 2019-ში ახალი ფილიალი, ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრი გავხსენით.
წელს, ივნისის თვეში, კიდევ ერთი ფილიალი შემოგვემატა, ახალი ბრენდინგის ფარგლებში, რომლის მიმართულებაც ციფრული ორთოდონტია და ბავშვთა სტომატოლოგიაა", - აღნიშნავს თამარ გეგია.
კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, რომ NB Dental-ის ქუდის ქვეშ მოქცეული ორივე კლინიკა პაციენტებს საქართველოს ბაზარზე უნიკალურ მომსახურებას სთავაზობს.
"ამ ეტაპზე კლინიკა ორი ფილიალითაა წარმოდგენილი - ვიფრული ორთოდონტია და ბავშვთა სტომატოლოგია და დენტალური ველსენი და ესთეტიკა, რაც, თავისთავად, ქვეყანაში ახალი მიმართულებაა. პირველები ვართ, ვინც საქართველოში ამ კონცეფციას ამკვიდრებს.
რაც შეეხება ციფრულ ორთოდონტიას, იმის გამო, რომ ყველა სფეროში და, განსაკუთრებით, მედიცინაში, ციფრული ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება, სტომატოლოგიაც წარმოუდგენელია ციფრული სერვისების გარეშე.
განსაკუთრებით აქტიურად ციფრულ ტექნოლოგიებს დიაგნოსტიკის პროცესში ვიყენებთ, რაც დაკავშირებულია სკანირებასთან, კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან, მკურნალობის დაგეგმარებასთან... პირველები ვართ საქართველოში, ვინც საქართველოში ეილაინერების სისტემით, ე.წ. "invisalign"-ით დაიწყო მკურნალობა. კლინიკის დამფუძნებელი ერთ-ერთი პირველი ექიმ-ორთოდონტია, ვინც ეს სერვისი საქართველოში შემოიტანა. მთლიანი პროცესი ციფრულად მიმდინარეობს, დაწყებული დიაგნოსტიკით, დამთავრებული - ბოლო შედეგამდე", - აცხადებს თამარ გეგია.
NB Dental-ის ორივე ფილიალი თბილისში, დავით თავხელიძის ქუჩაზე მდებარეობს და პაციენტებს ზემოჩამოთვლილ სერვისებთან ერთად, პრევენციულ სტომატოლოგიას, ქირურგიას, იმპლანტაციასა და სხვა სერვისებს სთავაზობს.