მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევები და პერსპექტივები ტურიზმის ინდუსტრიაში

როგორია ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევები და პერსპექტივები ტურიზმის ინდუსტრიაში - ევროპული ბიზნეს ასოციაციის და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის კვლევა აჩვენებს, რომ ტურისტულ სექტორში მომუშავე კომპანიების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული შესაბამისი სტანდარტის ვებგვერდი, არ აქვთ სერვისების ონლაინ დაჯავშნისა და გადახდის სისტემები, თითქმის არ იყენებენ ელექტრონული კომერციის პლატფორმებს. ქართული საწარმოებისათვის კიდევ ერთ დაბრკოლებას ციფრული მარკეტინგის განვითარება წარმოადგენს. კერძო სექტორის მიერ სოციალური მედიის გამოყენების დაბალი მაჩვენებლები და ამ კუთხით მხოლოდ სოციალურ ქსელებზე კონცენტრირება მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა საქართველოში საერთაშორისო ტურისტების მოზიდვისა და სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის. დაბალია ციფრული გადაწყვეტილებები ტურისტული დანიშნულების ადგილებში - რა ეტაპზეა საქართველოს ტურისტული სექტორი ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე და რა დააჩქარებს პროცესებს?

სტუმარი: ნინო უშიკიშვილი - ევროპული ბიზნეს ასოციაციის დირექტორის მოადგილე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები