მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წიგნების გაყიდვები 15%-ით გაიზარდა" - "ბიბლუსი ჯგუფი" ორი კვარტლის შედეგებზე

ანა ივანიშვილი

"ბიბლუსი ჯგუფში" წიგნების გაყიდვების თვალსაზრისით მიმდინარე წლის ორი კვარტლის შედეგებს დადებითად აფასებენ. როგორც ბრენდის ბიზნესის განვითარების დირექტორი, ანა ივანიშვილი BMGtv-სთან აღნიშნავს, მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ ამავე პროპორციით ასორტიმენტის გამრავალფეროვნება განაპირობა.

"წლევანდელ ექვს თვეს პოზიტიურად ვაფასებ, მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულის პოლიტიკური მოვლენების ფონზე გარკვეული რყევები შეინიშნებოდა, სტაბილურად შევინარჩუნეთ 10%-დან 15%-მდე ზრდა სხვადასხვა მიმართულებით. აღვნიშნავ იმასაც, რომ წელს კიდევ უფრო გავამრავალფეროვნეთ წიგნების ასორტიმენტი, ყურადღება გავამახვილეთ უცხოურ ლიტერატურაზე, ასევე ქართული გამომცემლობებისგანაც ძალიან ბევრი სიახლე იყო. დადებითად ვაფასებ მომხმარებელთა რაოდენობასაც. ორი კვარტლის შედეგებით, ჯამში 10%-12%-იანი ზრდა დაფიქსირდა, როგორც მომხმარებელთა რაოდენობის, ასევე ჩეკების თვალსაზრისით.

ყველაზე დიდი მოთხოვნა მხატვრულ ლიტერატურაზეა და ამ მხრივ წელს ჩვენს მომხმარებელს სხვადასხვა გამომცემლობების წიგნები შევთავაზეთ, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტორების. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით გაკეთებული პროექტი, რომელიც წელს განახლებული ასორტიმენტით იქნება წარმოდგენილი", - ამბობს ანა ივანიშვილი.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, "ბიბლუსი ჯგუფის" ბიზნესის განვითარების დირექტორის, ანა ივანიშვილის განმარტებით, გარკვეული ეკონომიკური რყევების მიუხედავად, წიგნები მათ ქსელში არ გაძვირებულა, მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში ფასი მცირედით დაკორექტირდა.

"ფასების ცვლილება ჩვენს ქსელში არსებულ წიგნებს თითქმის არა, ან მინიმალურად შეეხო, რადგან ვცდილობთ, რომ მომხმარებლის სიმრავლიდან გამომდინარე და იმის გამოც, რომ "ბიბლუსი" მასობრივი ბრენდია, პირველივე რყევებზე რეაგირება არ გვქონდეს და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სტაბილურობა" - აღნიშნავს "ბიბლუსი ჯგუფის" ბიზნესის განვითარების დირექტორი, ანა ივანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები