მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წიგნების იმპორტი შემცირდა - TOP-5 საიმპორტო ქვეყანა

წიგნები

საქართველოში წიგნების, ბროშურების და ანალოგიური ნაბეჭდი მასალების იმპორტი შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყანაში 2,7 მლნ დოლარის 645 ტონა წიგნები და ბროშურები შემოვიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 3,1 მლნ აშშ დოლარი და 705 ტონა იყო.

რაც შეეხება ქვეყნებს, საქართველოში წიგნების და სხვა მსგავსი ნაწარმის უმრავლესობა თურქეთიდანაა შემოსული, სამეულშია ირანი და გაერთიანებული სამეფოც.

TOP-5 საიმპორტო ქვეყანა შემდეგნაირად კი გამოიყურება:

  1. თურქეთი - 1,4 მლნ აშშ დოლარი - 380 ტონა
  2. ირანი - 369 300 აშშ დოლარი - 140 ტონა
  3. გაერთიანებული სამეფო - 209 600 აშშ დოლარი - 12 ტონა
  4. ჩინეთი - 199 300 აშშ დოლარი - 39 ტონა
  5. რუსეთი - 140 000 აშშ დოლარი - 11 ტონა

რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მონაცემებს, საქართველოში 2024 წელს ჯამში 8,6 მლნ აშშ დოლარის 1716 ტონა წიგნები შემოვიდა, 2023 წელს კი იმპორტმა ჯამში 8,2 მლნ აშშ დოლარის 1620 ტონა შეადგინა.

იმპორტთან შედარებით, წიგნების, ბროშურების და სხვა მსგავსი ნაწარმის ექსპორტი მცირეა. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში სულ 125 200 აშშ დოლარის მხოლოდ 25 ტონა წიგნების ექსპორტი ფიქსირდება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 164 900 აშშ დოლარის 34 ტონის ექსპორტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები