მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წიგნების მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება - "ბიბლუსის" გენერალური დირექტორი

ირაკლი გაგნიძე

წიგნების გაყიდვის ნაწილში საკმაოდ საინტერესო შედეგი გვაქვს, ყოველწლიურად, სტაბილურად, 15%-იან ზრდას ვინარჩუნებთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბაზარი იზრდება და ვითარდება, - ამის შესახებ "ბიბლუსის" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გაგნიძემ BMG-სთან საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა ახალგაზრდა მკითხველი, რომლებიც სამომავლოდ, როცა გემოვნებას იცვლიან და ინტერესის სფეროს აფართოებენ, მათი ერთგული მომხმარებლები ხდებიან. 

"ბოლო წლებში საკმაოდ აქტუალური გახდა ე.წ. მოზარდების ლიტერატურა, ამას ისიც ემატება, რომ როცა მოზარდი კითხვას იწყებს, მას ეტაპობრივად გემოვნება ეცვლება, სხვადასხვა ჟანრზე გადადის, ამან კი განაპირობა, რომ შეგვინარჩუნდა როგორც ჩვენი ერთგული მკითხველი, ისე ახალი სეგმენტიც დაგვემატა", - ამბობს "ბიბლუსის" გენერალური დირექტორი. 

გაგნიძე აღნიშნავს იმასაც, რომ გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ მზარდია საგამომცემლო სახლების აქტივობაც, იზრდება ტირაჟების რაოდენობა და ამ სფეროს ეკონომიკური მდგომარეობაც საკმაოდ კარგად ვითარდება. ამას კი ის ფაქტიც ემატება, რომ ქართველი მკითხველისთვის ადგილობრივი მწერლებიც სულ უფრო პოპულარული და საინტერესო ხდებიან. 

"ეს საგამომცემლო სახლებსაც ეტყობათ, სულ უფრო მეტი ქართველი ავტორის წიგნი გამოიცემა, რაც, თავის მხრივ, ბევრი ფაქტორითაა განპირობებული, იქნება ეს კონკურსები თუ ჯილდოები, ეს კი, ცხადია, მათ მოტივაციას ზრდის. გაყიდული ტირაჟებიდან გამომდინარე დღითიდღე უმჯობესდება ამ სფეროს ეკონომიკური მდგომარეობა და თუ ადრე მწერლებისთვის წიგნი წერა შემოსავლის წყარო არ იყო, ახლა ეს რეალობა შეცვლილია", განაცხადა ირაკლი გაგნიძემ. 

ის ასევე ამბობს, რომ მკითხველი ძირითად აქცენტს მაინც მხატვრულ ლიტერატურაზე აკეთებს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდა მკითხველის რაოდენობა გაზრდილია, ფენტეზის ჟანრიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები