ბიბლუსი და საქართველოს ბანკი დაპარტნიორდნენ. მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" მხარდამჭერი საქართველოს ბანკი გახდა. აღნიშნული თანამშრომლობა, ქართული კულტურისა და ლიტერატურის გავრცელების მიზნით, საქართველოს ფარგლებს გარეთ ბიბლიოთეკების მოწყობას ითვალისწინებს. ამის მიღმა გეტყვით იმასაც, რომ წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება გასული წლის იანვარში ბიბლუსმა და გიორგი კეკელიძემ ერთობლივი ძალისხმევით დააფუძნეს და მას შემდეგ 1 წელზე მეტია, რაც ის აქტიურად მუშაობს როგორც ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგების, ისე საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში, საქართველოს 50-მდე სოფელში გაიხსნა და წიგნებით მომარაგდა ბიბლიოთეკები, ასევე 10-მდე ქვეყანაში ქართული სამკითხველო მოეწყო.