12 ოქტომბერს ახალი წიგნის "დედა და ილიას" პრეზენტაცია შედგა. წიგნი, რომელიც SMH Sports-ის მხარდაჭერით თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა ავტორმა გიორგი კეკელიძემ 5 თვეში დაწერა წარმოუდგენელ ისტორიას გვიყვება. ის შეეხება პირველ ქართველ UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიას და უფრო მეტად მის დედას, ინგა ბენდელიანს, რომელმაც სირთულეებით მოცულ გზაზე საბოლოოდ მიაღწია ოლიმპოს მთას და გაიმარჯვა. ნაწარმოები გვაბრუნებს 90-იანი წლების აფხაზეთში და მკითხველიც სხვა დევნილებთან ერთად გადის ურთულეს გზას, რომელიც სხვადასხვა მაღალმთიან სოფელზე გადიოდა. იგეგმება ტექსტის უცხო ენებზეც თარგმნაც მათ შორის ესპანურად, რითაც კიდევ უფრო უკეთ გაიგებს მსოფლიო საქართველოს საკმაოდ მძიმე უახლესი ისტორიის შესახებ.