მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციხისძირში მრავალფუნქციური კომპლექსი „პეტრა სი რეზორტი” შენდება

ციხისძირში მრავალფუნქციური კომპლექსი „პეტრა სი რეზორტი” შენდება, პროექტი სანაპიროს პირველ ზოლს დაიკავებს და თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე უნიკალური საინვესტიციო და საცხოვრებელი კომპლექსი იქნება, რომელიც ბათუმიდან სულ რაღაც 15 კილომეტრში, შავი ზღვის ერთ-ერთ გამორჩეული კურორტი იქნება. პროექტის გამორჩეულობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ რეზორტის მხოლოდ 30 %-ზე განთავსდება შენობები, ხოლო კომპლექსის მთლიანი ფართის 70%-ს ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები დაიკავებს. ციხისძირში, პროექტის ტერიტორიაზე "პეტრა სი რეზორტის" პირველი პრეზენტაცია გაიმართა და ამ უნიკალური პროექტის განსახორციელებლად 236 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. "პეტრა სი რეზორტის" პრეზენტაციაზე ინვესტორებმა თავი 17 ქვეყნიდან მოიყარეს, დაწყებული სინგაპურიდან - დასრულებული მაიამით, პროექტში ინვესტირების სურვილი ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა გამოთქვა. კომპლექსი რამდენიმე ფაზად ხორციელდება და სრული ციკლი 7 წელია, მასშტაბური პროექტის პირველი ფაზის მშენებლობა შემოდგომას დაიწყება და 2 წელიწადში დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები