მასშტაბური აფეთქება მოხდა რუსეთის უდიდეს ნავთობის გადამმუშავებელ საწარმოში, რომელიც ციმბირის ქალაქ ომსკში მდებარეობს.
ხანძრის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა. გუბერნატორის თქმით, აფეთქების მიუხედავად ქარხანა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
რუსეთის დასავლეთის რეგიონებში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელი რამდენიმე საწარმო იანვრის შემდეგ გახდა უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმის სამიზნე. უკრაინის აღმოსავლეთის საზღვრიდან ომსკამდე მანძილი 2000 კილომეტრზე მეტია.
ბოლო საჯარო მონაცემებით, ომსკის გადამამუშავებელმა ქარხანამ 2022 წელს გადაამუშავა 21 მილიონ ტონაზე მეტი (420 000 ბარელი დღეში) ნედლი ნავთობი.

























