მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წინა წელთან შედარებით, ფასი არ გაზრდილა" - რა ღირს ნაძვის ხეები Wishlist-ში?

ნაძვის ხეები

ევროპიდან საბავშვო პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია Wishlist-ი აცხადებს, რომ 2025 წლის საახალწლო სეზონზე, ნაძვის ხეები არ გაუძვირებია.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა სალომე ქუთათელაძემ BM.GE-ს უთხრა, ბაზრის წილის ზრდის მიზნით, კომპანიამ მარჟა შეამცირა, რის შედეგადაც პროდუქციის ნაწილი წინა წელთან შედარებით გაიაფებულიც არის.

მისივე თქმით, Wishlist-ში ნაძვის ხეების ფასი 39 ლარიდან იწყება და 1 600 ლარამდე აღწევს. ნაძვის ხე შემოაქვთ ბულგარეთიდან, ჰოლანდიიდან, ჩინეთიდან და უკრაინიდან. ქუთათელაძე განსაკუთრებით გამოყოფს უკრაინაში წარმოებულ სილიკონის მასალას, რომელიც მისი თქმით, ამ ეტაპზე ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესოა.

„წინა წელთან შედარებით, საახალწლო ნაძვის ხის ღირებულება არ გაზრდილა - პირიქით, გარკვეულ კატეგორიებში შემცირებულიც კია. მარჟა შევამცირეთ იმისათვის, რომ ბაზრის წილი გაგვეზარდა. ჩვენთან ნაძვის ხის ღირებულება 39 ლარიდან იწყება და ფასი 1 600 ლარამდე აღწევს“, - აღნიშნა ქუთათელაძემ.

მისივე თქმით, Wishlist-ი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოში ოქტომბერში საახალწლო გაყიდვები დაიწყო. დღეს, ეს პრაქტიკა ფართოდ გავრცელებულია და სეზონური პროდუქციის რეალიზატორი კომპანიების უმეტესობა უკვე ოქტომბრის ბოლოდან იწყებს მომხმარებლისთვის საახალწლო პროდუქტის შეთავაზებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები