მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინანდალში Grand Jury Du Vin გაიმართება - მხარდამჭერი “საქართველოს ბანკია”

3-4 ნოემბერს წინანდლის მამულში შვეიცარიული ასოციაციის ყველაზე პრესტიჟული „Grand Jury Du Vin“-ის ღვინის სიმპოზიუმი გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს ბანკია. საქართველო „Grand Jury Du Vin“-ის სიმპოზიუმს პირველად მასპინძლობს. ღონისძიების, ფარგლებში, წინანდალში თავს მოიყრიან მსოფლიოს ღვინის პროფესიონალები - სომელიეები, ექსპერტები, ჟურნალისტები, ღვინის ენთუზიასტები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ „ბორდო გრანდ კრუს“ კლასიფიკაციის ღვინოები, ასევე საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშები. ამასთანავე, „Grand Jury Du Vin“-ის სიმპოზიუმი მონაწილეებს კულტურულ პროგრამას წარუდგენს, სადაც სტუმრები როგორც ქართულ ტრადიციულ, ასევე თანამედროვე ხელოვნებასა და გასტრონომიას გაეცნობიან. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და ქართული ფოლკლორის საღამო სუხიშვილების ეროვნული ბალეტის მონაწილეობით. ასევე, სიმპოზიუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ გალა ვახშამს, რომელსაც უმასპინძლებს იან ჰარტვიგი, მიშლენის 3 ვარსკვლავის მფლობელი შეფი და ირაკლი ასათიანი, „სილქ ჰოსფიტალითის“ ბრენდ შეფი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები