წინანდალში ერთდროულად რამდენიმე ღონისძიება იმართებოდა, მთავარი მაინც წინანდლის რიგით მერვე კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალია, რომელსაც სილქნეტი პარტნიორებთან ერთად წარმოადგენს. და პარტნიორებს შორის არის ლექსუსიც, რომელმაც შაბათ დღეს ერთგული მიმდევრები და მხარდამჭერები ფესტივალზე მიიწვია და თან სრულიად ელექტრო და ახალი ლექსუს მოდელის ტესტის დღეც მოაწყო.
მსოფლიო დონის ვარსკვლავები, კლასიკური მუსიკის უნიკალური ჟღერადობა და კიდევ ერთი გამორჩეული სეზონი ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში, რომელმაც საქართველო მსოფლიო კულტურული კალენდრის მნიშვნელოვან ნაწილად აქცია, ფინალური აკორდებით კვირა დღეს დასრულდა.






























