მსოფლიო მეღვინეობის ეპიცენტრი დღეს წინანდალია. „სილქ როუდ ჯგუფის“ ინიციატივით, ჭავჭავაძეების ისტორიული მამული უკვე მეოთხედ მასპინძლობს უმაღლესი რანგის ღვინის სიმპოზიუმს. ღონისძიება საერთაშორისო ასოციაციის, Grand Jury du Vin-ის ეგიდით იმართება, რომელიც წელს 30 წლის იუბილეს სწორედ საქართველოში აღნიშნავს. რა ხდება ამ წუთებში სიმპოზიუმზე, რომელმაც ევროპული კურორტებიდან საქართველოში გადმოინაცვლა.






























