4-5 ოქტომბერს წინანდლის მამულმა "გრანდ ჟური დიუ ვაინის" ღვინის რიგით მეორე სიმპოზიუმს უმასპინძლა, რომელსაც მსოფლიოს ღვინის თითქმის ყველა რეგიონიდან მოწვეული წამყვანი პროფესიონალები, სომელიეები, ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. სიმპოზიუმმა გასულ 2023 წელს აიღო სტარტი და ყოველწლიურ ტრადიციადაც იქცა. წლევანდელი თემატიკა ბურგუნდიული ღვინო იყო.