მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წინასწარი მონაცემებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური გახდება საჭირო

ადვოკატთა ასოციაცია

წინასწარი მონაცემებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, პირველ ადგილზეა ირაკლი ყანდაშვილი 1283 ხმით, მეორეზე - ირაკლი ჩომახაშვილი 1109 ხმით, ხოლო მესამე ადგილზეა მუხრან ღურწკაია 302 ხმით.

ცნობისთვის, ეს რიცხვები ელექტრონული მთვლელი აპარატის მონაცემებია. ბიულეტენები ხელითაც უნდა დაითვალონ, ამიტომ არსებობს ალბათობა, რომ რიცხვები შეიცვალოს.

საბოლოო შედეგებს ადვოკატთა ასოციაცია რამდენიმე საათში გამოაცხადებს.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მონაწილეობა სულ 2751 ადვოკატმა მიიღო. კენჭისყრის შედეგად, ასოციაციის თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება 1 საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო ხმების უბრალო უმრავლესობა (50%+1). თუ თავმჯდომარეობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო კანონმდებლობით განსაზღვრული ხმების საჭირო რაოდენობა ან თუ უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებმა მიიღეს ხმების თანაბარი რაოდენობა, არაუგვიანეს 14 დღის განმავლობაში, უკეთესი 2 შედეგის მქონე კანდიდატებს შორის, იმართება კენჭისყრის მეორე ტური. მეორე ტურში კი არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს სხვა კანდიდატზე მეტ ხმას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები