კომპანია ციტადელმა სამშენებლო სექტორს ბერძნული პრემიუმ ბრენდის - ქრომოდომის, უმაღლესი ხარისხის ლაქ-საღებავები წარუდგინა. ციტადელის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ბერძნული ბრენდის წარმომადგენლები, სამშენებლო სექტორში არსებული კომპანიები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ქრომოდომის წარმომადგენლებმა - პროდუქციისა და ციტადელთან თანამშრომლობის შესახებ პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიების მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო, რომელსაც ციტადელის კომერციული დირექტორი, ლევან გახელაძე უძღვებოდა. დისკუსიის თემა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ლაქ-საღებავების ტენდენციებს ეხებოდა. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ინდუსტრიულ და სამშენებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესის დამტკიცების თაობაზე და ისაუბრა მიღებულ შედეგებზე. კომპანია ციტადელი, ლაქ-საღებავებითა და სხვა სამშენებლო თუ სარემონტო თემით დაინტერესებულ პირებს, 26-28 აპრილს, Caucasus Build-ზე, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში უმასპინძლებს.