მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ციტადელმა“ სამშენებლო სექტორს „ქრომოდომის“ ლაქ-საღებავები წარუდგინა

ქრომოდომი

კომპანია „ციტადელმა“ სამშენებლო სექტორს ბერძნული პრემიუმ ბრენდის - „ქრომოდომის“ უმაღლესი ხარისხის ლაქ-საღებავები წარუდგინა.

ციტადელის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ბერძნული ბრენდის წარმომადგენლები, სამშენებლო სექტორში არსებული კომპანიები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

„ქრომოდომის“ წარმომადგენლებმა - პროდუქციისა და "ციტადელთან" თანამშრომლობის შესახებ პრეზენტაცია გამართეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო, ჩვენს პარტნიორს - კომპანია ციტადელს, ამ არაჩვეულებრივი ღონისძიებისთვის. კომპანიამ მოგვცა შესაძლებლობა აუდიტორიის წინაშე წარგვედგინა ჩვენი საქმიანობა, „ქრომოდომის“ პროდუქცია, საქართველოს ბაზარზე. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველოს სამშენებლო სექტორს, „ქრომოდომის“ პროდუქცია გავაცნოთ, რა თქმა უნდა, ციტადელთან ერთად. ჩვენთვის საქართველო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ბაზარია“, - აღნიშნავს კასილის ჩალიაბალიას, „ქრომოდომის“ გაყიდვების დირექტორი.

ღონისძიების მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო, რომელსაც ციტადელის კომერციული დირექტორი, ლევან გახელაძე უძღვებოდა. დისკუსიის თემა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ლაქ-საღებავების ტენდენციებს ეხებოდა.

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ინდუსტრიულ და სამშენებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესის დამტკიცების თაობაზე და მიღებულ შედეგებზე ისაუბრა.

„დღეს კომპანია „ციტადელმა“ სამშენებლო სექტორს ბერძნული ბრენდის „ქრომოდომის“ ლაქ-საღებავები წარუდგინა. ღონისძიებაზე პანელური დისკუსიაც შედგა. ღონისძიებამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. ვიმედოვნებთ, ბრენდს საქართველოს ბაზარზე ბევრი ლოიალური მომხმარებელი ეყოლება“ - აცხადებს მაკა მერაბიშვილი „ციტადელის“ მარკეტინგის მენეჯერი.

ინფორმაციისთვის: კომპანია „ციტადელი“, ლაქ-საღებავებითა და სხვა სამშენებლო თუ სარემონტო თემით დაინტერესებულ პირებს, 26-28 აპრილს, Caucasus Build-ზე, „ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო სივრცეში უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები