აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, აზერბაიჯანი-საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი" გავლის მოლოდინში 220 ავტომობილია. ინფორმაციას BMG-ის აზერბაიჯანული ბიურო ავრცელებს.
აქედან გამომდინარე BM.GE-მ შემოსავლების სამსახურს სატრანსპორტო საშუალებების გავლის შეფერხების მიზეზების შესახებ კითხვით მიმართა, რაზეც უწყებაში გვიპასუხეს: "შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლის პროცედურები ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს".