მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წითელი ზღვის კრიზისი” - გავლენა საქართველოზე

ჩინეთიდან გაძვირებული საზღვაო ტრანსპორტირების ფონზე საქართველოში მოქმედი ბიზნესები სამშენებლო მასალების, ტექნიკის და ტანსაცმლის გაძვირებას აანონსებენ.

სავაჭრო გემებზე, ჰუსიტების თავდასხმების გამო საზღვაო ხაზები წითელ ზღვას თავს არიდებენ, სანაცვლოდ, აფრიკის კონტინენტის შემოვლით გზას ირჩევენ, 6000 მილით გაზრდილი მარშრუტი კი საზღვაო გადაზიდვის ღირებულებას აძვირებს.

ჩინელი ბიზნესმენის, ჰან ჩანგმინის თქმით, წითელი ზღვაში ტვირთების შეფერხება საფრთხეს უქმნის მისი და სხვა სავაჭრო კომპანიების გადარჩენას. ჰანი, რომელიც ჩინური წარმოების მანქანების აფრიკაში ექსპორტს ახორციელებს, Reuters-თან საუბარში ამბობს, რომ ევროპაში კონტეინერების მიწოდების ღირებულება, 3000 დოლარიდან, 7000 დოლარამდე გაიზარდა.

რა ასახვა ექნება წითელი ზღვის კრიზისს საქართველოზე და მეორეს მხრივ, როგორ დაასრულეს საქართველოში მოქმედმა უმსხვიესმა სამშენებლო-სარემონტო მასალების კომპანიებმა 2023 წელი?

სტუმრები:

ნინო დვალიძე - "ზოდის" აღმასრულებელი დირექტორი;

თორნიკე გურული - "გორგიას" ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები