მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წითელი ზღვის კრიზისის გავლენა ჩინეთში ექსპორტზე

წითელი ზღვის კრიზისი და მისი გავლენა ჩინეთში ექსპორტზე - შედეგი, რაც თვალნათლივ ჩანს, გართულებულია ტრანსპორტირება, გაზრდილია გადაზიდვის დრო და ხარჯი. წითელ ზღვაში სატრანზიტო გემებზე გახშირებული თავდასხმების გამო ევროპასა და აზიას შორის ტვირთის ტრანსპორტირების მარშრუტი შეიცვალა. გადამზიდავებს სუეცის არხზე გამავალი მარშრუტის ჩანაცვლება სამხრეთ აფრიკის ქვეყნების გავლით უწევთ. გემების მარშრუტის ამგვარი დაგრძელება, ავტომატურად იწვევს ტრანსპორტირების გაძვირებას.

ქართველი გადამზიდავები ამბობენ, რომ შავი ზღვიდან ჩინეთის მიმართულებით საექსპორტო კონტეინერების გადაზიდვის ფასი 600-900 დოლარით, ხოლო საიმპორტო კონტეინერების ღირებულება 2-2.5-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად, მწარმოებლებს ჩინეთამდე გადაზიდვა გაუძვირდათ, რაც ლოგიკურია ნაკლებ შემოსავლიანობას და მოგებიანობას გამოიწვევს.

კილის ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, წითელი ზღვის კრიზისმა 2023 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე გლობალური ვაჭრობა 1,3%-ით შეამცირა. მათი განცხადებით, ამჟამად წითელი ზღვის გავლით ყოველდღიურად დაახლოებით 200 ათასი კონტეინერის ტრანსპორტირება ხდება, რა მაჩვენებელიც კრიზისის დაწყებამდე დაახლოებით 500 ათასი იყო.

კრიზისს ასახვა ექნება საქართველოს ეკონომიკაზეც. ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. გასული წლის 11 თვის მდგომარეობით ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 1,5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. როგორ რეაგირებენ ქართველი ექსპორტიორები შექმნილ კრიზისზე?

სტუმარი: ნუცა აბრამიშვილი - "შუხმან ვაინს ჯორჯიას" გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები