მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცივი გაზაფხული გაგვიგრძელდა, რაც თაფლის მოსავალს შეამცირებს - მეფუტკრეთა გაერთიანება

ფუტკარი

საქართველოში გახანგრძლივებულმა ცივმა გაზაფხულმა შესაძლოა თაფლის მოსავალი მნიშვნელოვნად შეამციროს. ამის შესახებ მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავა BM.GE-სთან განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე სეზონზე ამინდის პირობები მეფუტკრეებისთვის ხელსაყრელი არ არის და საბოლოო შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა არსებული ტენდენცია ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

"ცივი გაზაფხული საკმაოდ გაგვიგრძელდა და ვნახოთ, რა შედეგებზე გავალთ. მოსავალზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა რაც ახლა ჩანს, გაზაფხულის ამინდები არ გვწყალობს. რა თქმა უნდა, ეს მოსავალზეც აისახება. თუ წვიმიანი ამინდები გაგრძელდა და მცენარეების ყვავილობის ძირითად პერიოდს დაემთხვა, შესაძლოა მოსავალი საერთოდ ვერ მივიღოთ ან მნიშვნელოვნად შემცირდეს", - აცხადებს პაპავა.

რაც შეეხება ტენდენციებს, მისივე შეფასებით, ბაზარზე უკვე დეფიციტის ნიშნებიც იკვეთება. შიდა ბაზარზე თაფლის მარაგები პრაქტიკულად ამოწურულია, მაშინ როცა მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე მზარდია.

"დეფიციტიც გვაქვს - შიდა ბაზარზე თაფლის რაოდენობა ფაქტობრივად ამოწურულია. მოთხოვნა გაზრდილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, თუმცა იმ მოცულობებს, რაც საჭიროა, ამ ეტაპზე ვერ ვაწარმოებთ", - აღნიშნავს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები