რუსთაველის გამზირზე ყავის კაფე/მაღაზია გაიხსნა. როგორც ქალების ნარატივში სტუმრობისას მისმა დამფუძნებელმა, მარიამ დათუკიშვილმა ისაუბრა "რუსთაველის" საყავეში ფასები ყველა სახის მომხმარებელზეა გათვლილი, იწყება 5 ლარიდან და 15 ლარამდე მერყეობს. კაფეს ერთდროულად 12 სტუმრის მასპინძლობა შეუძლია.
„ყავისადმი ჩემმა პირადმა დამოკიდებულება გადამაწყვეტინა აღნიშნული ბიზნესის დაწყება და ზუსტად ერთი თვის წინ გავხსენით ახალი უნიკალური ხასიათის საყავე „რუსთაველის“, ზუსტად შოთა რუსთაველის ძეგლთან. ე.წ. ამოსუნთქვის წერტილი, სადაც მძიმე დღის შემდეგ შეძლებთ მიირთვათ გემრიელი ცხელი შოკოლადი, ბრაზილიური ყავის მარცვლისგან დამზადებული ყავა, ჩაი მრავალფეროვანი ასორტიმენტით, ახლად გამომცხვარი ფანქეიქები და ამოისუნთქოთ, დადებითი ენერგიით შეუდგეთ საქმეს.“ - აღნიშნა მარიამ დათუკიშვილმა.
მისივე თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა დროა გასული ჩვენი საყავეს გახსნიდან, დატვირთულობა ძალიან მაღალია.
დათუკიშვილის თქმით, საყავეს სტუმრობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებელი.
მარიამ დათუკიშვილის თქმით, უახლოეს მომავალში „რუსთაველის“ ახალი ფილიალების გახსნა იგეგმება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
„რუსთაველის“ გახსნისთვის 100 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.