მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხინვალში "თბილისის დროზე" გადასვლას ითხოვენ - მედია

საათი

ოსური მედია წერს, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნაწილი ე.წ. პრეზიდენტსა და პარლამენტს მიმართავს, მათთვის გეოგრაფიული მდებარეობის შესაბამის UTC +4-ზე გადავიდნენ. ხელმოწერების შეგროვება დაწყებულია.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი აქტივისტი, ალა პუხაევა აცხადებს, რომ ინიციატორებს ბევრი მსურველი უკავშირდება.

"ბევრი ადამიანი გრძნობს ცვლილებებს ჯანმრთელობის კუთხით. მზის პირველი სხივებით ბევრი ადამიანი იღვიძებს, მათ ხელოვნურად უწევთ საათზე მორგება", - აღნიშნავს ის.

კიდევ ერთ-ერთ არგუმენტად ცხინვალელები ელექტროენერგიის დაზოგვას ასახელებენ. მათი თქმით, დროის ერთი საათით გადაწევა, მათ ელექტროენერგიის ეფექტიანად გამოყენებაში დაეხმარებათ.

როგორც მედიაში წერენ, ე.წ. დეპუტატები მზად არიან, საკითხი განიხილონ თუ მიმართვას 1000 კაცი მოაწერს ხელს. ამ ეტაპზე ხელი 150-ს პირს აქვს მოწერილი.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალი 2002 წლიდან მოსკოვის დროით - UTC +3 საათი, ცხოვრობს. UTC+4 სასაათო სარტყელს საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები