მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხოვრება ენგურს გაღმა - გალელების უფლებები ირღვევა

გალის რაიონში ადამიანის უფლებები კვლავ ირღვევა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ენგურს მიღმა არსებულ პრობლემებზე დისკუსია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ადგილზე კვლავ გამოწვევაა ქართულ ენაზე განათლების მიღება, დანარჩენ საქართველოში გადაადგილება, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრებას საქართველოს მთავრობის უყურადღებობა კიდევ უფრო ამძიმებს. ამასთან, აფხაზეთის თემებზე მომუშავე ორგანიზაციებში აღნიშნავენ, რომ ე.წ. რუსული კანონი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებზე ნეგატიურად აისახება, რადგან მათი თქმით, დასავლური პროექტები, რომლებიც ადგილზე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას ეხებოდა, შესაძლოა, შეჩერდეს.

სტუმარი: თამარ ხიდაშელი - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები