მიმდინარე წელს, ზაფხულში ცხვარიჭამიაში კოტეჯების „ევანსა“ გახსნა იგეგმება. ამის შესახებ BM.GE-სთან კოტეჯების დამფუძნებელმა, ალექსანდრე კობერიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ტურისტული ობიექტი სამ კოტეჯს გააერთიანებს და ჯამში 12-მდე ადამიანის მასპინძლობა იქნება შესაძლებელი.
„ამ ეტაპზე, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ვვარაუდობთ, რომ ზაფხულში უკვე ოფიციალურად გავიხსნებით.
ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ და კოტეჯების სრულად მოწყობაში, ჯამში 200 000 ლარის ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ,“-აცხადებს კობერიძე.
რაც შეეხება კოტეჯში ერთი ღამით განთავსების ღირებულებას, დაახლოებით 120 ლარიდან 150 ლარამდე ეღირება.