მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წლევანდელი რთველის მთავარი გამოწვევა ყურძნის ხარისხია, საოცრად ცუდი წელია“ – თელავის ღვინის მარანი

რთველი

კომპანია „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებლის ზურაბ რამაზაშვილის თქმით, წლევანდელი რთველზე მთავარი გამოწვევა ყურძნის ხარისხია. „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას რამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ცუდი კლიმატური პირობების გამო რაოდენობრივად წლევანდელ სეზონზე 40%-ით ნაკლები ყურძენი დაიკრიფება.

მისივე შეფასებით, ყურძნის ჩაბარების პროცესი ხარვეზების გარეშე, გამართულად მიმდინარეობს.

„წლევანდელი რთველის მთავარი გამოწვევა ყურძნის ხარისხია. საოცრად ცუდი წელია. სტატისტიკურად რომ ვადარებთ, იმაზე ვფიქრობთ, მსგავსი წელი ჩვენი მუშაობის 25 წლიანი ისტორიის განმავლობაში როდისმე არსებობდა თუ არა.

მე არ მახსენდება ამდაგვარი წელი, როდესაც ყველაფერი ერთად დაატყდა თავს მევენახეს. ეს იყო ცუდი კლიმატი, მაღალი ტენიანობით, ხშირი წვიმით, საკმაოდ დიდი დაზიანებაა როგორც ჭრაქით, ისე ნაცრით. ამას შემდეგ მოჰყვა რამდენიმე სეტყვა, რომელმაც გარკვეული პერიოდულობით დააზიანა მოსავალი, ასე რომ წლევანდელ სეზონზე მთავარი გამოწვევა არის ყურძნის ხარისხი. რაოდენობრივად მოსავალი თავისთავად შემცირებულია. ვფიქრობთ, საერთო მოსავალს 40% მაინც დააკლდება. რაც შეეხება ჩაბარების ფასს, ყურძნის ფასი ხარისხის მიხედვით თეთრი ყურძნის შემთხვევაში 0.90-დან 1,15 ლარამდე ლავირებს. საფერავი შედარებით ძვირია და 1,50-1,55 ლარის ფარგლებშია.

თავად ჩაბარების პროცესი, სისტემა საკმაოდ გამართულია, ხარვეზები თითქმის არ არის ყველგან არის მონიტორინგის ჯგუფი და სრული მონიტორინგი ხორციელდება როგორც რაოდენობის, ისე ხარისხის.“ - განაცხადა ზურაბ რამაზაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები