მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლევანდელი ზრდა იყო უპრეცედენტო „რიკოს“ ისტორიაში - ლაშა ნიკოლაიშვილი

ლაშა ნიკოლაიშვილი

წლევანდელი ზრდა იყო უპრეცედენტო „რიკოს“ ისტორიაში - ამის შესახებ „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, “რიკოს” პორტფელი დაახლოებით, 300 მილიონზე მეტად გაიზარდა. პორტფელის მსგავსი ზრდა კი, კომპანიას არასდროს ჰქონია.

“ძალიან წარმატებული წელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე ზოგადად ოქროს ფასები საკმაოდ აიწია და თითქმის, გაორმაგდა. ამან საშუალება მოგვცა, პორტფელი უფრო აგრესიულად გაგვეზარდა. მოგების კოეფიციენტებიც საკმაოდ მაღალია. დღესდღეობით „რიკო“ წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე 70 ფილიალით და პირველად 30 ნოემბერს გადავაჭარბეთ აქტივების 1 მილიარდიან პორტფელს, რაც დიდი წარმატება იყო.

პარალელურად, ყველაზე დიდი წარმატება „რიკოსთვის“ წელს, იყო ის, რომ „რიკომ“ მოახერხა საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება დაახლოებით, 283 მილიონი დოლარით. [შევიტანეთ] ჩვენი მოკრძალებული წვლილი ქვეყნის რეზერვების გაზრდაში და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ. მინდა, ასევე, აღვნიშნო წლევანდელი დოლარის შემოსავლები - რაც, მე პირადად, ბიზნესში ვარ - 1997 წლიდან, ასეთი კარგი წელი მე არ მახსოვს. როდესაც დეკემბრის თვეში ქვეყანაში დოლარის ამხელა შემოდინებებია და ამხელა აქტივობა, ეს ძალიან სასიხარულოა და მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ეკონომიკა ნამდვილად აღმავლობის პერიოდშია”, - ამბობს ლაშა ნიკოლაიშვილი.

ამასთან, მისივე ცნობით, დღესდღეობით „რიკოს“ კაპიტალი 400 მილიონს აღწევს, თუმცა, “რიკო” მიკრობანკად გარდაქმნას არ განიხილავს.

“ჩვენ გვინდა ჩვენს სტრუქტურაში, მიკროსაფინანსო სფეროში დავრჩეთ, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ ძლიერი მოთამაშე მიკროსაფინანსო სექტორში. იმ დამატებით საბანკო პროდუქტებზე, რომლებზეც პრიორიტეტები ბანკებს აქვთ და რომელსაც მიკროსაფინანსოები ვერ ანაცვლებენ, ჩვენ ვანაცვლებთ ჩვენი პარტნიორი ბანკების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამაში [მიკრობანკად გარდაქმნაში] საჭიროებას ვერ ვხედავთ”, - ამბობს ლაშა ნიკოლაიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები