გურიაში წარმოებული კატის ქვიშის ექსპორტი წლის ბოლოდან დაიწყება და პროდუქცია როგორც ევროპაში, ასევე აშშ-შიც გაიყიდება - ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემა "წერტილში" GEORGIAN PRODUCTS-ის დამფუძნებელმა ისაუბრა.
დავით ბარდაველიძის თქმით, ინვესტიცია 2 მლნ დოლარამდეა და საწარმო 50-მდე ადამიანს დაასაქმებს.
"კატის ქვიშის საწარმოს მშენებლობისთვის $1.5-2 მლნ-ს ინვესტიცია განხორციელდება, რომელიც ოზურგეთში, ასკანის კარიერთან მოეწყობა.
კარიერი ბიზნესმენ გოჩა ჩხაიძეს ეკუთვნის და მასთან ერთად დავაარსეთ კომპანია, რათა ეს ძალიან მოთხოვნადი პროდუქტი ვაწარმოოთ და ევროპასა და ამერიკაში გავიტანოთ. მოგეხსენებათ, ბენტონიტი სხვადასხვა სფეროში გამოიყენება. ახლა, ერთად გადავწყვიტეთ, ახლოს დავდგათ კატის ქვიშის ქარხანა, საიდანაც პროდუქციას მთელს მსოფლიოში გავყიდით.
პირველ ეტაპზე დაახლოებით 50-მდე ადამიანი დასაქმდება, წარმოება კი წლის ბოლომდე დაიწყება", - განაცხადა ბარდაველიძემ "წერტილში".