მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„წლის ბოლომდე ფასების გადახედვას არ ვაპირებთ“ - მონოლით ჯგუფი

მაისურაძე

„მონოლით ჯგუფის“ დირექტორის თორნიკე მაისურაძის პროგნოზით, მიმდინარე წლის განმავლობაში უძრავი ქონების ფასი არ გაიზრდება.

როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, მოთხოვნა მზარდია, რაც კომპანიებს ახალი პროექტების დაწყების საშუალებას აძლევს. მისივე თქმით, საფინანსო ინსტიტუტებთან დაკრედიტების მხრივ კომპანიას პრობლემები არ აქვს.

„წლის განმავლობაში ფასის გაზრდა მოგვიწია, რაც დაკავშირებული იყო იმ რეგულაციებთან რომელიც ჩვენს სფეროს შეეხო. ყველაზე მნიშვნელოვანი აქედან იყო დაბეგვის წესი, რომელიც 1 თებერვლიდან შეიცვალა. ჩვენ მაინც შევეცადეთ, რომ ზრდა არ ყოფილიყო პირდაპირპროპორციული თვითღირებულების ზრდისა, ეს არ იყო მნიშვნელოვანი.

ჩვენ არ ვაპირებთ წლის ბოლომდე ფასებს გადავხედოთ. მოთხოვნა ზრდადია და შეიძლება ბიზნესს გაუჩნდება ცდუნება, რომ ამის ხარჯზე გაზარდოს ფასები, თუმცა მე ვეჭვობ რომ წელი ისე ჩაიხურება, რომ ფასები დარჩება სტაბილური.

ფასდაკლებებს და შიდა განვადებებს რაც შეეხება ეს წამახალისებლად არის. იმისთვის რომ „დაგვექოქა“ ეს ბაზარი გარკვეულ ნაბიჯებს მიმართა ბიზნესმა, თუმცა არ ის პირდაპირ კავშირში სტაბილურობის საკითხთან.

რაც შეეხება დაფინანსების თემას, კომერციულ ბანკებთან დალაგებული ურთიერთობა გვაქვს, ჩვენს შემთხვევაში არ გამხდარა ეს საკითხი აქტუალური, რაც ალბათ გამომდინარეობს ჩვენი მხრიდან სწორი მართვისა და რეპორტინგიდან,“ - განაცხადა მაისურაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები