მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში 26 038 დანაშაული აღირიცხა, 795-ით ნაკლები, ვიდრე 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით, მიმდინარე წლის 6 თვეში ყველაზე მეტად, 875 შემთხვევით გაიზარდა ნარკოდანაშაულის რაოდენობა და 3 919-ს მიაღწია. გაიზარდა სიცოცხლის წინააღმდეგ (+15), საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ (+58) და სატრანსპორტო (+178) დანაშაულების რაოდენობა.
ამასთან, საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის ორ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 591-ით შემცირდა მმართველობის წესის საწინააღმდეგო დანაშაულის შემთხვევები. შემცირებულია ასევე ოჯახის და არასრულწლოვნის წინააღმდეგ (-3), საკუთრების წინააღმდეგ (-41), სამოხელეო (-46), ჯანმრთელობის წინააღმდეგ (-340) და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ (-381) ჩადენილი დანაშაულები.
საგამოძიებო უწყებებზე დაყრდნობით, რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკა შემდეგია:
| 2024 / 6 თვე | 2025 / 6 თვე | |
| დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ | 882 | 897 |
| დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ | 4 153 | 3 813 |
| დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ | 2 755 | 2 374 |
| დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ | 15 | 12 |
| დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ | 8 906 | 8 865 |
| დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ | 756 | 814 |
| ნარკოტიკული დანაშაული | 3 044 | 3 919 |
| სატრანსპორტო დანაშაული | 1 391 | 1 569 |
| სამოხელეო დანაშაული | 158 | 112 |
| დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ | 1 940 | 1 349 |
| სხვა დანაშაული | 2 833 | 2 314 |




























