აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში საქართველომ 1.2 მლრდ მ3 გაზი იყიდა აზერბაიჯანიდან. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული გაზის მოცულობა 100 მლნ მ3-ით არის გაზრდილი.
ბოლო წლებში აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი მცირდება, ამ დანაკლისს კი საქართველო რუსეთიდან ანაზღაურებს. ასე მაგალითად, სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 2.27 მლრდ მ³ გაზი მიიღო. აქედან 666 მლნ მ³ იმპორტი, ხოლო 1,371 დამატებითი და ოფციური ხელშეკრულებით მიღებული გაზია. გასულ წელთან შედარებით აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის მოცულობა 1.6%-ით არის შემცირებული.
სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ რუსეთიდან გაზის იმპორტი კვლავ მზარდია. 2025 წელს რუსეთიდან საქართველომ 886 მლნ მ³ გაზი იყიდა, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
























