მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ყველაზე მასშტაბური ავტოაუქციონი - 50+ ავტომობილი და საწყისი ფასები $1,000-დან

LION AUCTION
20.11.26 13:44
• 395

Black Friday-ს ფარგლებში 28 ნოემბერს, 13:00 საათზე წეროვანში, LION AUCTIONS-ის ავტოსადგომზე წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ავტოაუქციონი გაიმართება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება რეკორდული რაოდენობის - 50+ - ავტომობილი. თითოეული მანქანის საწყის ფასად მხოლოდ $1,000 გამოცხადდება. გარდა ამისა, მონაწილეებსა და სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ, დღის განმავლობაში რამდენიმე სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ.

$400 ფასდაკლება ავტოსადგომზე არსებულ 1,500-მდე ავტომობილზე

28 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში მსურველებს შეეძლებათ, ავტოსადგომზე არსებული 1,500-მდე ავტომობილიდან სასურველი შეარჩიონ და შეძენის შემთხვევაში $400-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.

ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც აუქციონზე სასურველი ავტომობილის მოგებას ვერ შეძლებენ.

$500 კრედიტი მეორე საუკეთესო ბიდის ავტორებს

თითოეულ ავტომობილზე გამარჯვებული ბიდის შემდეგ მეორე ყველაზე მაღალი შეთავაზების ავტორი $500-იან კრედიტს მიიღებს, რომლის გამოყენებასაც LION AUCTIONS-ის მომდევნო აუქციონებში შეძლებს.

PlayStation 5 და GTA VI - სპეციალური საჩუქრები მონაწილეებისთვის

Black Friday-ს აუქციონის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ ერთ-ერთი სამი საპრიზო კომპლექტიდან, რომელშიც PlayStation 5 და ახალი GTA VI იქნება წარმოდგენილი. შეთავაზებაში მონაწილეობას მიიღებენ ის პირები, რომლებიც დეპოზიტს განათავსებენ და ბიდინგში ჩაერთვებიან.

ღონისძიების სტუმრებს ადგილზე ფურშეტი და ცხელი სასმელები დახვდებათ.

მოინიშნეთ ეს დრო და 28 ნოემბერს, 13:00 საათზე ეწვიეთ Lion Auctions-ის ავტოსადგომს წეროვანში, დაათვალიერეთ წარმოდგენილი მოდელები, ჩაერთეთ ცოცხალ ბიდინგში და დაისაკუთრეთ სასურველი ავტომობილი.

28 ნოემბრის ავტოაუქციონის დეტალები და წარმოდგენილი ავტომობილების სრული ჩამონათვალი იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე – https://lionauctions.com/black-friday/.

Lion Auctions-ის შესახებ

Lion Auctions საქართველოში ამერიკული სტილის პირველი ცოცხალი ავტოაუქციონია, სადაც ავტომოყვარულები ავტომობილებს ადგილზე ათვალიერებენ და ღია ბიდინგის პროცესში მონაწილეობენ.

Lion Auctions „Lion Group-
ის“ ნაწილია, კომპანიისა, რომელიც თითქმის ორი ათწლეულია, ბაზარზეა. ამ ჰოლდინგმა ახალი გზები გაკვალა, შექმნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეკოსისტემა, დაიმსახურა პარტნიორთა სანდოობა მსოფლიო მასშტაბით და დღეს უკვე 11 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 19 წლის განმავლობაში მისი გუნდი ზრუნავს ახალ-ახალი, უნიკალური, მრავალფეროვანი და გონივრული სერვისების შემუშავება-დანერგვაზე პროგრესული ადამიანებისა და ბიზნესისთვის.

Lion Auctions-ის დახმარებით ავტომოყვარულებს შეუძლიათ, შეარჩიონ და შეიძინონ მათთვის სასურველი ავტომობილი ცოცხალ აუქციონზე. კომპანია ამერიკის აუქციონებიდან ყოველკვირეულად უზრუნველყოფს წეროვანის ავტოსადგომზე საქართველოს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილების განთავსებას. ამერიკელი და ქართველი ექსპერტები დეტალურად აფასებენ მანქანის ტექნიკურ მდგომარეობას, ისტორიასა და ხარისხს, რათა მომხმარებლებს მაქსიმალურად სანდო და გამართული შენაძენი ჩააბარონ.

Lion Auctions-
ის კიდევ ერთი უპირატესობაა კონკურენტული ფასები, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიიღოს საუკეთესო შეთავაზება ნებისმიერი ბიუჯეტის ფარგლებში და შეიძინოს მაღალი ხარისხის ავტომობილი ხელმისაწვდომ ფასად.

Lion Auctions მტკიცე, სტაბილური და პასუხისმგებლობიანი პარტნიორია ყველა იმ ადამიანისა და ბიზნესისთვის, რომლებსაც ავტომობილის ფლობა სურთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები