მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლიური ინფლაცია 0.1%-მდე შემცირდა

ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში 0.2%-იანი დეფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის კლება დაფიქსირდა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 0.1% შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგნოზები არსებობდა, რომ წლის ბოლოსკენ ინფლაცია შეიძლებოდა გაზრდილიყო, ის სამიზნეზე ქვემოთ დონეს ინარჩუნებს. ეკონომიკური პარამეტრებით თავის მოწონებისას, მინისტრმა ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილებისკენ მიანიშნა.