მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წლიური შემოსავლებით Amazon-მა Walmart-ს ისტორიაში პირველად გადაუსწრო

Amazon

სავაჭრო და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ამერიკული გიგანტის Amazon-ის წლიურმა შემოსავლებმა ისტორიაში პირველად გადაუსწრო სექტორის პიონერ Walmart-ს.

არსებული მონაცემებით, ფისკალურ 2025 წელს Amazon-ის ონლაინ-ვაჭრობის დეპარტამენტმა შემოსავლების სახით $716.9 მილიარდი მიიღო. ეს მაშინ, როცა Walmart-ის შემოსავლებმა მხოლოდ $713.2 მილიარდი შეადგინა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ეს დაფიქსირებული შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომხმარებლების დამოკიდებულება ტრადიციული საცალო ვაჭრობის ობიექტების მიმართ ეტაპობრივად იცვლება, ინტერესი მცირდება და პოზიციებს ციფრული კონკურენტები იმყარებენ.

Warlmart-ის მიერ ლიდერის სტატუსის დაკარგვის მიუხედავად, სექტორში არ მოელიან, რომ კონკურენცია უახლოეს მომავალში გაქრება, რადგან მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის ფიზიკურ მაღაზიებში ვაჭრობა ცხოვრებისეული კულტურის ნაწილადაა ქცეული.

ამასთან, ფაქტორია ისიც, რომ Amazon-ის მიერ ფინანსური უპირატესობის მოპოვება შემოსავლების წყაროების მეტი დივერსიფიკაციითაა განპირობებული. კერძოდ, კომპანია ახერხებს, გაცილებით მეტ ინდუსტრიას მოერგოს და მომხმარებელს პროდუქციის უფრო მასშტაბური, ასევე ექსკლუზიური არჩევანი შესთავაზოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები