მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცნობილია, სად ჩატარდება 2028 და 2029 წლების ევროტურნირების ფინალები

ფინალის სტადიონები 2028 2029

თესალონიკში გამართულ უეფას აღმასრულებელი კომიტიტის შეხვედრაზე 2029 წლამდე ყველა ძირითადი ევროპული გათამაშების საფინალო შეხვედრების მასპინძელი სტადიონები გამოცხადდა.

უეფას გადაწყვეტილებით, 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენში “ალიანც არენაზე” გაიმართება, ხოლო 2029 წლის ფინალი ბარსელონაში "კამპ ნოუზე". მიუნხენის მთავარი არენა კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ ფინალს უკვე მესამედ მასპინძლობს - 2012 წლის ლიგის ფინალში "ბაიერნი"-"ჩელსის" ფინალი შედგა, ხოლო 2025-ში "პსჟ-სა" და "ინტერის" დაპირისპირება, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიასგან პირველი და აქამდე ერთადერთი ქართული გოლი ვიხილეთ ლიგის ფინალში.

2029 წლის ლიგის ფინალის მასპინძელი ბარსელონას განახლებული “კამპ ნოუ” იქნება, სადაც სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი 30 წლის თავზე პირველად დაბრუნდება. 1999 წლის ლეგენდარულ ფინალში "იუნაიტედმა" "ბაიერნს" დრამატულად, 2-1 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2027 წელს, მადრიდის "ატლეტიკოს" “ვანდა მეტროპოლიტანოზეა” დაგეგმილი.

გაირკვა რანგით მეორე და მესამე ევროპული ტურნირის ფინალების მასპინძელი ქალაქებიც: 2028 წლის ევროპალიგის ფინალური მატჩი ბუქარესტის საერთაშორისო სტადიონზე გაიმართება, ხოლო 2029-ში ამავე ტურნირის მთავარ შეხვედრას სერბეთის დედაქალაქი, ბელგრადი უმასპინძლებს.თავის მხრივ, უეფას კონფერენსლიგის 2027/28 წლების გათამაშების მასპინძელი ტურინის იუვენტუსის სტადიონი იქნება, ხოლო 2029 წელს ფინალი ბუდაპეშტის “პუშკაშ არენაზე” ჩატარდება.2027 წლის უეფას სუპერთასს ამსტერდამის იოჰან კრუიფის სახელობის არენა უმასპინძლებს, ხოლო 2028 წლის სუპერთასი ყაზახეთში, “ასტანა არენაზე” გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები