„ცოდნის კაფე“ და ტრენინგებისა და განვითარების აკადემია BDO Academy იწყებენ მასშტაბურ, ერთწლიანი საგანმანათლებლო პროექტს „12 გაჩერება“, რომელიც რეგიონში ლიტერატურის განვითარებასა და ღრმა დიალოგის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
პროექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მარშრუტს – 12-თვიან, სისტემურ ინვესტიციას აზროვნებაში. მისი ფარგლებში, გამოჩენილი ქართველი მწერლები აუდიტორიასთან ერთად ქმნიან „ფიქრის ახალ მარშრუტს“ და თითოეულ მსმენელს სთავაზობენ მხარდაჭერას თავისუფლების, ძიების და ახალი იდეების პოვნაში.
პროექტის ავტორები წერენ, რომ სახელი „12 გაჩერება“ სიმბოლურია:
თვეები და შეხვედრები, რაც ხაზს უსვამს გრძელვადიან და მდგრად პროგრამას BDO-ს მხარდაჭერით.
ცოდნის კაფე აღიქმება, როგორც ინტელექტუალური თავშესაფარი, სადაც ყოველი შეხვედრა გთავაზობთ მწერლის ხედვით მიღებულ ახალ იმპულსს ფიქრის თავისუფლებისთვის და თვალსაწიერის გასაფართოებლად.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ ქვეყნის წამყვან მწერლებს, მოუსმენენ მათ და ერთობლივად იმსჯელონ ლიტერატურულ იდეებსა და ხედვებზე. 12 თვის განმავლობაში, რეგიონში მიმდინარეობს უწყვეტი ინვესტიცია კულტურასა და განათლებაში.
პროექტის მონაწილე ავტორები:
- ნინო ხარატიშვილი
- დათო ტურაშვილი
- სალომე ბენიძე
- გიორგი კეკელიძე
- თამთა მელაშვილი
- ნათია ფანჯიკიძე
- ზვიად კვარაცხელია
- ლევან ბერძენიშვილი
- ანა მარგველაშვილი
- არჩილ ქიქოძე
მეთორმეტე ავტორს მსმენელებთან ერთად აირჩევენ
პროექტი „12 გაჩერება“ 29 ნოემბერს პირველი გაჩერებით დაიწყება. მისი მასპინძელი "ცოდნის კაფეში" იქნება მწერალი დათო ტურაშვილი.

























