სამედიცინო ინდუსტრიის გიგანტებს ელი ილის და ნოვო ნორდისკს დიდი ალბათობით, სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდებათ - საუბარია ამერიკულ ბიოტექ კომპანიაზე ვიკინგ თერაპევტიქსი, რომელთა აქციები მოულოდნელად 121% ით გაიზარდა. და ეს მოხდა მას შემდეგ რაც კომპანიამ გამოაცხადა ახალ პრეპარატზე ცდის მეორე ციკლის ან გნებავთ ფაზის შედეგები - ახლა ვნახოთ რა პრეპარატზეა საუბარი”
ვიკინგ თერაპევტიქსი, ბოლო 2 წელიწადში ყველაზე ტრენდულ და მოთხოვნად გახდომის პრეპარატზე, ახალ წამალზე მუშაობს და ცხადია, როგორც ნებისმიერი პრეპარატი რომელსაც მომავლისთვის აქვს პრეტენზია ოფიციალურად გაიყიდოს ქსელში სჭირდება ავტორიზაცია, რისი განუყოფელი ნაწილია სამეცნიერო ცდები. ცდები ოდითგან ტარდება ცხოველებზე. ასევე ტარდება ცხოველებზე და ადამიანებზეც. სწორედ ადამიანებზე ჩატარებული მეორე ცდის ეტაპის შემდგომ, პრეპარატმა არაჩვეულებრივი შედეგი აჩვენა და 13 კვირის მანძილზე მათ ვინც მიიღეს აღნიშნული პრეპარატი, სხეულის მასა, დაახლოებით 15% შეუმცირდათ.და ეს გაცილებით უკეთესი შუალედური შედეგია ვიდრე ელი ლილის პრეპარატს ჰქონდა ანალოგიურ პერიოდში და ფაზაში.