ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლაში ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი პოტენციური ლიდერი ჩნდება. დანიურმა გიგანტმა, Novo Nordisk-მა ახალი თაობის პრეპარატის, „კაგრი-სემას“ კვლევის უახლესი შედეგები გამოაქვეყნა. ექსპერიმენტული ინექცია ცნობილი მედიკამენტების - Ozempic-ისა და Wegovy-ს გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს და პაციენტებში წონის საშუალოდ 25%-იან კლებას უზრუნველყოფს. ახალი ორმაგი მოქმედების პრეპარატი ბაზარზე მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება და ფინანსური ანალიტიკოსების პროგნოზით, 2028 წლისთვის მხოლოდ სიმსუქნის მკურნალობის მიმართულებით კომპანიას 11 მილიარდ დოლარზე მეტს მოუტანს.






























