მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წონის კლების ინექციათა ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა ალკოჰოლის მიღების გარეშე თრობაა - Daily Mail

abd

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ წონის კლების ინექციებს მძიმე და, პოტენციურად ლეტალური გვერდითი მოვლენის გამოწვევა შეუძლიათ. საუბარია პაციენტების დათრობაზე ისე, რომ მათ წვეთი ალკოჰოლიც არ აქვთ მიღებული - ამის შესახებ ბრიტანული მედია, Daily Mail წერს.

წონის კლების ისეთი პრეპარატები, რომლებიც თავდაპირველად დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის იყო განკუთვნილი, მაგალითად Ozempic და Mounjaro, ხშირად არიან ისეთ გვერდით მოვლენებთან დაკავშირებული, როგორებიცაა თავბრუს ხვევა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. თუმცა ექსპერტები უკვე საუბრობენ, რომ ამ მედიკამენტებს ზოგიერთ პაციენტში ულტრა-იშვიათი დაავადების, ავტოლუდსახარში სინდრომის (ABD, Auto Brewery Syndrome) გამოწვევა შეუძლია.

ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი, ნაწლავის მიკრობიომის დისბალანსის გამო, ალკოჰოლს შინაგანად გამოიმუშავებს. როგორც ექსპერტები განმარტავენ, ეს იმიტომ ხდება, რომ მედიკამენტი დრამატულად ამცირებს დროს, რომელშიც სხეული საკვებს გადაამუშავებს, რაც ორგანიზმში სოკოვანი ორგანიზმების გაჩენას უწყობს ხელს.

ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ABD პაციენტებში სწორედ მედიკამენტების მიღებით ჩნდება და არა - სხვა ფაქტორებით.

ონლაინ ფორუმებზე Ozempic-ისა და სხვა მსგავსი პრეპარატების მომხმარებლები უკვე ღიად საუბრობენ მდგომარეობაზე, რომელიც ძალიან ჰგავს ალკოჰოლურ თრობას, სასმლის რეალურად მიღების გარეშე. მათი თქმით, სიმპტომებს, როგორც წესი, ამ ინექციებისა და ანტიბიოტიკების კომბინაცია იწვევს.

ანტიბიოტიკების მიღება ABD-ის განვითარების რისკფაქტორად ისედაც არის მიჩნეული, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მათ ხანგრძლივად მოიხმარს. როგორც წესი, იმ ადამიანებს, რომელთაც თრობის დაავადება უვითარდებათ, ორგანიზმში ჭარბად აქვთ სოკო საქარომიცის სახეობის სოკო. ეს იგივე ორგანიზმია, რომელსაც ლუდის მწარმოებლები მარცვლეულის ალკოჰოლად გადასაქცევად იყენებენ.

სხვადასხვა კვლევაში აღნიშნულია, რომ დღესდღეობით ყოველი 50 000 ადამიანიდან ერთს ავტოლუდსახარში სინდრომი აქვთ, თუმცა მსოფლიოში მხოლოდ 100 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები