მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცოტა ადამიანი იტყვის, რომ უკეთესად ვცხოვრობთ, ვიდრე 3 წლის წინ" - ეკონომისტი

სიღარიბე

"ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება მოსალოდნელი იყო", - ასე აფასებს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი ნოემბერში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა.

"შენელების მიზეზი ისაა არჩევნების შემდეგი პროცესებია. ბევრი ბიზნესი, ბევრი პროცესი შეჩერებული იყო, ისინი არჩევნების შედეგებს ელოდებოდნენ. არაფერი გაგრძელდა, რადგან არჩევნები ცუდად, მძიმე დარღვევებით ჩატარდა და მას ლეგიტიმაცია არ აქვს", - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.

ეკონომისტის შეფასებით, 28 ნოემბრიდან მიმდინარე პროცესები, ნოემბრის ეკონომიკურ ზრდაში ასახული არ არის. მისი პროგნოზით, შემდეგი თვეები კრიზისული იქნება. ამასთან, მისი თქმით, დღემდე არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის შემდეგ დაიწყო, ინკლუზიური არ არის.

"3 წელია, მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ყველამ რომ ჩვენ გარშემო გავიხედოთ, ალბათ, ცოტა ადამიანი იტყვის, რომ უკეთესად ვცხოვრობთ, ვიდრე 3 წლის წინ. ეს ხდება იმიტომ, რომ ეკონომიკური ზრდა ინკლუზიური არასდროს ყოფილა. საქართველო რადგან პატარა ეკონომიკა არის, ზოგიერთი კონკრეტული ბიზნესი რომ გაიზარდოს, უკვე ეკონომიკას ეტყობა. რადგან ქვეყანაში არაჯანსაღი სიტუაცია გვაქვს, ვიღაცები სარგებლობენ ხელისუფლებასთან სიახლოვით და ზრდიან თავიანთ ბიზნესებს, აშენებენ ახალ სახლებს და ეს საერთო ეკონომიკურ ზრდაში აისახება", - აღნიშნა ეკონომისტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები