მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცოტნე ყავლაშვილის პროფესიონალიზმი გააძლიერებს ფინანსთა სამინისტროს გუნდს - ლაშა ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი

"ქართული ოცნების" მთავრობის ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ცოტნე ყავლაშვილს გენერალური აუდიტორის პოსტიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაბრუნებას ულოცავს. Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ხუციშვილის წერს:

"წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ცოტნეს. მას სამინისტროში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. მისი პროფესიონალიზმი და საქმისადმი თავდადება, კიდევ უფრო გააძლიერებს ფინანსთა სამინისტროს გუნდს და მთლიანად სისტემას", - წერს ხუციშვილი.

ცნობისთვის, 3 მაისს ცნობილი გახდა, რომ გენერალური აუდიტორის პოსტიდან ცოტნე ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ბრუნდებოდა. ცოტნე ყავლაშვილი გენერალურ აუდიტორად პარლამენტმა 2022 წლის სექტემბერში აირჩია. მანამდე ის 7 წლის განმავლობაში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გენერალური აუდიტორის ადგილს გენპროკურორი გიორგი გაბიტაშვილი დაიკავებს.

ცოტნე ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ირაკლი კობახიძის 2025 წლის 4 ივნისის ბრძანებით დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები