მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თსუ-მა VII კორპუსი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა

23

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა VII კორპუსი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. შესაბამისი ინფორმაცია საჯარო რეესტრში უკვე აისახა.

9 დეკემბერს მომზადებული დოკუმენტის თანახმად, 8385 კვ.მ. ქონება, რომელიც წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირზე, N55-ში მდებარეობს, თსუ-სგან სახელმწიფოს ჩუქების გზით, უსასყიდლოდ გადაეცა.

თავდაპირველად საკითხის შესახებ ცნობილი გახდა "TV პირველის" სიუჟეტიდან, რომლის ავტორების თანახმად, ქონების გადაცემის პირობა ისაა, რომ სანაცვლოდ მთავრობამ თსუ-ს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი და ახალი სასწავლო კორპუსი უნდა აუშენოს.

ამასთან, სიუჟეტიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო შენობის სეუ-სთვის გადაცემას აპირებს, რომლის დამფუძნებელი "ქართული ოცნების" შემომწირველი და მხარდამჭერი გია კავთელიშვილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები