თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 და მე-5 კორპუსებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც თსუ იტყობინება, ახალ 2024-2025 სასწავლო წელს უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში თსუ მე-3 სასწავლო კორპუსში მიმდინარეობს შიდა ეზოს მოწყობის სამუშაოები, დაირგვება ხეები, შეკეთდება ღობე, შეიცვლება კარი. სამუშაოს დასრულების შედეგად მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
თსუ-ის მე-5 სასწავლო კორპუსის სამივე სართულზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, შეკეთდება აუდიტორიები, მოწესრიგდება შიდა ინფრასტრუქტურა; კორპუსის შიდა ეზოში მოეწყობა სოციალური სივრცე სტუდენტებისთვის და უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის.