ვაკეში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, ჭავჭავაძის და მელიქიშვილის გამზირებისა და ვარაზისხევის და კეკელიძის ქუჩის გზაჯვარედინზე სატრანსპორტო მოძრაობა შეწყვეტილია. ადგილზე რამდენიმე კარავიც გაშალეს. აქციის მონაწილეები იქ ღამის გათენებას გეგმავენ. ისინი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
თსუ-ს პირველ კორპუსთან 24-საათიანი პროტესტი ,,კოალიცია ცვლილებებისთვის"-მა გამოაცხადა. ვაკეში მიმდინარე აქციას მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე შეკრებილებიც შეურთდნენ.
როგორც ცნობილია, 18 ნოემბერს თსუ-ს ვაკის კორპუსებში სწავლა შეწყდება. შესაბამისი შეტყობინებები სტუდენტებმა ელ-ფოსტით მიიღეს.