მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თსუ-ს რექტორი: "სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემა პრობლემაა"

6249984336a41
მარიამ იზორია
03.04.22 21:18
1198
„წელს ყოველმა მესამე აბიტურიენტმა არჩევანი თსუ-ზე შეაჩერა“, - ამის შესახებ ForbesTalk-ში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თსუ-ს კავკასიაში კვლავ ინარჩუნებს ყველაზე დიდი უნივერსიტეტის სტატუსს და დღეს სასწავლებელი უკვე 25 000 სტუდენტს აერთიანებს. გიორგი შარვაშიძე უნივერსიტეტის დაფინანსების ვაუჩერულ სისტემაზეც საუბრობს, რომელიც მისი მოსაზრებით უკვე არაეფექტურია.

„წლევანდელი მონაცემებით ყოველი მესამე აბიტურიენტი არჩევანს თსუ-ზე აჩერებს. ეს ძალიან სასიხარულოა. ჩვენს უნივერისტეტში უკვე 25 000 სტუდენტია - ეს მომწონს და თან არ მომწონს. არ მომწონს ის, რომ შემოსავალი რაოდენობაზეა დამოკიდებული. სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსების ვაუჩერული სისტემა, რომელიც საქართველოში მუშაობდა თავის დროზე კარგი იყო, ამან კორუფციის წინააღმდეგ კარგად იმუშავა და თავისი დანიშნულება შეასრულა.

დღეს უკვე დაფინანსების სქემა არასწორია. ჩვენ დღემდე ვაუჩერებზე ვართ დამოკიდებული. გადასახადი ფიქსირებულად 2 250 ლარია, რაც არასწორია, რადგან როგორ შეიძლება ისეთ მიმართულებებზე, რომლებზეც ნაკლები იხარჯება - ასეთებია იურიდიული, ჰუმანიტარული, იგივე გადასახადი იყოს როგორიც ფიზიკის, ბიოქიმიის, სამედიცინო მიმართულებებზე, რომლებსაც ძვირადღირებული ლაბორატორიები და დანადგარები სჭირდებათ“, - განმარტავს შარვაშიძე.

თსუ-ს რექტორის განმარტებით, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სახელმწიფო უნივერსიტეტებს უკვე ფასის დაწესების უფლება მიეცა. 

"სახელმწიფო უნივერსიტეტები კონკურენტუნარიანები არ ვიყავით, რადგან კერძო უნივერსიტეტებისგან განსხვავებით ფასის დაწესების უფლება არ გვქონდა. პარლამენტმა 2021 წლის დეკემბერს კი ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო და უკვე შეგვიძლია ბაკალავრიატზეც განსხვავებული სწავლის საფასური დავაწესოთ. რატომ არის ეს კარგი? - ჩვენ მოგებაზე ორიენტირებულები არ ვართ, მაგრამ ბევრი ისეთი მიმართულება გვაქვს, რომელსაც მეტი ფინანსები სჭირდება. მაგალითად, აისეტი თსუ-ს უძლიერესი ეკონომიკური სკოლა როგორ უნდა ღირდეს 2250 ლარი, როცა ხარჯი უზარმაზარია, უცხოელი პროფესორი ეკონომისტების ჩამოყვანა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ჩვენ კერძო უნივერსიტეტებს კონკურენციას ვერ ვუწევდით. ეს შეიცვალა და კარგია. 

პრობლემაა დაფინანსების სისტემაც - სახელმწიფო უნივერსიტეტი ვართ და სახელმწიფოდან პირდაპირი დაფინანსება წლიდან-წლამდე 17%-ია, დანარჩენს უნივერსიტეტი თავად იზიდავს. ცოტა ხნის წინ მოგების გადასახადსაც კი ვიხდიდით, რა მოგება შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც თავის დროზეც, როგორ საზოგადებრივი ისე შეიქმნა", - განაცხადა თსუ-ს რეაქტორმა. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები