მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თსუ-ს რექტორი სტუდენტებს უფლებას არ აძლევს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერონ განაცხადს - "ჩვენი ხმა ევროპას" - პრეზიდენტი

პრეზიდენტი

არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განაცხადს - "ჩემი ხმა ევროპას", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

"ვწუხვარ ერთ რამეზე, რომ ამ უზარმაზარ ეროვნული თანხმობის მიმართ რაღაც გულგრილობაა. მე ვიყავი სოფლებში, ჩემთვის ძალიან გაუგებარია, რომ მუნიციპლაიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ადგილზე ჩადის, არ ხვდებიან დოპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა ისინიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს, რომლის მიზანიც მხოლოდ საქართველოს ევრპული გზაა; არანაირი სხვა პოლიტიკური თუ შიდაპოლიტიკური ძახილები არ არის და იქ არმისვლა, ან კიდევ უარესი - სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვდეთ [შეხვედრაზე] ეს ხომ საერთოდ არ მესმის; არც ის არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ამ ძალიან მარტივ განაცხადს - თუ წაიკითხეთ ეს განცხადება, ამაზე მარტივი და ამაზე არაპოლიტიკური არაფერი არსებობს და რექტორი უარს ამბობს, რომ შიგნით [უნივერსიტეტის შენობაში] ვითომც რაღაც პოლიტიკური ღონისძიება არ შეიძლება", - თქვა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები