მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თსუ-ს რექტორის მოადგილე: "კანონს ჩრდილოელი მტრის წინააღმდეგ რომ ვიღებდეთ, გასაგები იქნებოდა"

6406df1152cb8
BM.GE
07.03.23 11:01
2647
ამ ტიპის კანონს რომ ჩრდილოელი მეზობელი მტრის, რომელსაც ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, ან მისი იდეოლოგიის წინააღმდეგ ვიღებდეთ, ჩემთვის გასაგები იქნებოდა, - ამის შესახებ თსუ-ს რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი "აგენტების შესახებ" კანონპროექტებთან დაკავშირებით წერს.

"მკითხეს და ღიად გპასუხობთ...

დიახ, ამერიკას აქვს იმგვარი კანონი, რომელიც ქვეყანას მტრისგან, კერძოდ, ნაცისტური (რაც აქტუალური აღარაა) და კომუნისტური იდეოლოგიების („სამართალმემკვიდრე“: რუსეთი და ჩინეთი) გავლენებისგან იცავს.
დიახ, აშშ-ს ასევე აქვს ე.წ. პატრიოტის აქტი, რაც ქვეყანას ტერორიზმის საფრთხისგან იცავს და ამით მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ამ ტიპის კანონს რომ ჩრდილოელი მეზობელი მტრის, რომელსაც ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, ან მისი იდეოლოგიის წინააღმდეგ ვიღებდეთ, ჩემთვის გასაგები იქნებოდა...", - წერს ნინო ოკრიბელაშვილი, რომელიც თსუ-ს რექტორის მოადგილის პოზიციას 2019 წლიდან იკავებს.

შეგახსენებთ, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ უცხოური აგენტების შესახებ ორივე კანონპროექტს გუშინ პარლამენტის იურიდიული საკითხების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.