თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჯაბა სამუშია აირჩიეს. სამუშია რექტორის მოვალეობას მინიმუმ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. აქვე აღსანიშნავია, რომ რექტორის თანამდებობაზე მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო წარდგენილი.
ფარული კენჭისყრა სტუდენტების პროტესტის ფონზე წარიმართა. თსუ-ს სტუდენტები ამბობდნენ, რომ ჯაბა სამუშია ხელისუფლების კანდიდატია და უნივერსიტეტისთვის მისი რექტორობა მიუღებელია.
გია შარვაშიძემ თსუ-ს აკადემიურ საბჭოს გადადგომის მოთხოვნით 7 ოქტომბერს მიმართა. bm.ge-ს ინფორმაციით, ის დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს საქმიანობას.