მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თსუ ვაკეში ახალი კორპუსის აშენებას გეგმავს - ღია კონკურსი გამოცხადდა

644652655cac5
ანუკა ჯოხაძე
24.04.23 13:58
1948
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი კამპუსის პროექტირების კონკურსი ცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი თქმით, ახალი შენობა, რომელსაც სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულება ექნება, უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. გარდა ამისა, მათი ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.

როგორც უნივერსიტეტის მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში წერია, ახალი ინიციატივა თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებს სიმბოლურად ივანე ჯავახიშვილის იუბილეზე წარუდგინა. მისი თქმით, ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის აშენებასთან დაკავშირებით კონსულტაციები ხელოვნებათმცოდნეებთან და არქიტექტორებთან 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თსუ-ის ცნობით, ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის მომზადებისთვის გამოცხადდება ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. მათი თქმით, საპროექტო კონცეფცია უნდა შემუშავდეს ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტისა და მახასიათებლების გათვალისწინებით.

გამარჯვებულ საკონკურსო წინადადებას გამოავლენს პროფესიონალი არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია. საპროექტო სამუშაოს შესრულების ვადა დაიყოფა 4 ეტაპად. კონკურსის დასრულების საბოლოო ვადა 10 ივლისია.

დამატებითი საკონკურსო დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები